
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თელავში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს, რაც მათი ინფორმირებულობის გაზრდასა და საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მორიგი შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი აბიტურიენტი და მაგისტრანტობის კანდიდატი ესწრებოდა.
მონაწილეებმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისგან უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და რეგისტრაციის პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
იმედი
წყარო: imedinews.ge