
გივი მიქანაძე ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტ ანტონიო კამპინოსის შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძესთან ერთად ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტ ანტონიო კამპინოსის შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციების განვითარების კუთხით სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმის დანერგვას, რაც ქვეყანაში ევროპული პატენტების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს.
„გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განათლების როლზე და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს მიერ ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) ოფიციალური მიმართვის გაგზავნის საკითხი, რაც ქვეყნისთვის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივას გულისხმობს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge