მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: აბაშა, სოფელი პირველი მაისი,) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმეები ე. ბ. და ა. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდნენ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი.

„მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც, სადაც ფიზიკური პირები ი. ზ. (მის: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გეგუთი, ავტობანის მიმდებარედ) და თ. შ. (მის: გარდაბანი, სოფ. სართიჭალა) საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ. ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და კონფერენციით აღინიშნა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და კონფერენციით აღინიშნა

იმედი

Financial Times: გერმანიამ და საფრანგეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ უკრაინას მიენიჭოს „სიმბოლური“ სარგებელი გაწევრიანებისწინა ფაზაში, რაც გამორიცხავს სოფლის მეურნეობის სუბსიდიებსა და ხმის მიცემის უფლებას

გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი