სოსო გიორგაძე: თუკი 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი

სოსო გიორგაძე: თუკი 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი

იმედი|imedinews.ge

თუკი 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

მისი თქმით, ქართველი პატენტრწმუნებულები იქნებიან მთლიანად ევროკავშირის, ასევე წევრი ქვეყნების პატენტრწმუნებულები, რაც სრულიად გააერთიანებს ქართული ინტელექტუალური საკუთრების სფეროს და ინსტიტუტს ევროპის საპატენტო სივრცესთან.

„თუკი ჩვენ 2024 წელს მივაღწიეთ, რომ ევროპული პატენტი ეს ნიშნავს ქართულ პატენტს, პირდაპირი წესით, ყოველგვარი დამატებითი განცხადების გარეშე, როდესაც საქართველო მიუერთდება უკვე კონვენციას, ქართული პატენტი ავტომატურად იქნება ევროპული პატენტი. ქართველი პატენტრწმუნებულები იქნებიან მთლიანად ევროკავშირის, ასევე წევრი ქვეყნების პატენტრწმუნებულები, რაც სრულიად გააერთიანებს ქართული ინტელექტუალური საკუთრების სფეროს და ინსტიტუტს ევროპის საპატენტო სივრცესთან. ყოველგვარი საზღვრების, ყოველგვარი განსხვავებების გარეშე საქართველო გახდება ევროპის საპატენტო სივრცის ნაწილი, ისევე, როგორც დღეს ცალმხრივად საქართველო არის ამ საპატენტო სივრცის ნაწილი, როგორც ვალიდაციის მქონე ქვეყანა. როდესაც კონვენციას მივუერთდებით, გავხდებით ევროპის საპატენტო უწყების წევრი. ასევე, ქართული პატენტი და ქართული ინტელექტუალური საკუთრების სივრცე გახდება სრულმასშტაბიანი წევრი ევროპის საპატენტო სისტემის“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია