
სამეგრელოს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ნ., წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ჯ.ჩ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2002 წელს დაბადებული ნ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ქალაქ ფოთში მდებარე საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, საიდანაც ელექტროტექნიკა და სხვადასხვა ღირებულების საოჯახო ნივთები მოიპარეს, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.
პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge