
პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შეხვედრაზე პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილეს იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც ნარკოტიკის მოხმარებას მოსდევს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა სამართლებრივ შეკითხვაზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge