
გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.
გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამ ძალადობაში ვის რა როლი ჰქონდა, ვინ ორგანიზატორი იყო და ვინ დამხმარე, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია.
„ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან კარგად მხარდაჭერილი და დაფინანსებული, უბინძურესი აქტი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იყო პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა, მოხდა ძალადობა. ვის რა როლი ჰქონდა ამ საქმეში, ვინ ორგანიზატორი იყო, ვინ წამქეზებელი იყო, ვინ დამხმარე იყო, ვინ უშუალო ამსრულებელი იყო, ეს უკვე არის სასამართლოს გადასაწყვეტი. როდესაც ხდება დანაშაულის დაგეგმვა და მით უმეტეს, ასეთი ორგანიზებული დანაშაულის დაგეგმვა, იქ შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი არ იყოს ადგილზე, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებდეს. ეს უკვე სასამართლო გამოძიების საკითხია“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.
იმედი
წყარო: imedinews.ge