
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს და მათთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის პრაქტიკული ასპექტები.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების აუცილებლობას და ასევე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საქართველოს პროკურატურა ახალგაზრდებთან, მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge