მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

იმედი|imedinews.ge

მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით, საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბრალდების მხარე ნიკა მელიას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სასამართლო სხდომას თავად ბრალდებული არ დასწრებია. მორიგი სხდომა 18 მაისს დაინიშნა.

„დაცვის მხარე და ბრალდების მხარე შევთანხმდით და მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ. ეს არის სხდომაში მონაწილე პირების გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც უშუალოდ მოისმინეს ბრალდებულის მიერ გაჟღერებული სიტყვები. ექსპერტმა ცალსახად გვითხრა, თუ რაში გამოიხატა და რა სიტყვები იქნა ნათქვამი. ცხადია, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, - განაცხადა პროკურორმა, ნინო გულიაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია