მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი, 1979 წელს დაბადებული ჰ.ქ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1999 წელს დაბადებული ა.ტ. და 1976 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დროს, ბრალდებულებმა ჰ.ქ-მ, ა.ს-მ და ა.ე-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ა.ტ-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

ბრალდებულის ჰ.ქ-ს მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან იქნა გაძევებული, ხოლო ა.ს-ს, ა.ტ-ს და ა.ე-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ხუნდაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად

რატი იონათამიშვილი სოფო ხორგუანს: ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად, თან ჯგუფურად, ძალადობდნენ როგორც საზოგადოებაზე, ასევე სამართალდამცველებზე, ისინი არც პროტესტანტები არიან და არც ჰუგენოტები- ისინი არიან პოლიტიკური ექსტრემისტები

ელისო ბოლქვაძე საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

ელისო ბოლქვაძე საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

იმედი

დონალდ ტრამპი: აშშ ირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. განიხილება ირანზე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება

დონალდ ტრამპი: აშშ ირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. განიხილება ირანზე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება

იმედი