
ელისო ბოლქვაძე საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა
იმედი|imedinews.ge
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, სახელოვნებო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
ელჩმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიესალმება კულტურული კავშირების გაძლიერებას.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge