
„სასამართლო აკვირდებოდა ერთ გარემოებას: სინანული, რომ ახალგაზრდა ადამიანი ცოცხალი აღარ არის, თუნდაც ერთი სიტყვა - ბოდიში, არ მომისმენია“ - გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენი ცნობილია. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა სასჯელის ზომა ცნობილია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. პროცესები დახურული იყო, დღევანდელი სხდომა კი, მოსამართლემ გახსნა და მიმართა როგორც ბრალდებულებს, ისე საზოგადოებას.
ბრალი არასრულწლოვანთა ნაწილს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ჰქონდა წარდგენილი, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. ნაწილის შემთხვევაში, ამას ემატებოდა - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე განმარტება გააკეთა.
„სასამართლო აკვირდებოდა ერთ გარემოებას: საბოლოო სიტყვაში სინანული, რომ ახალგაზრდა ადამიანი ცოცხალი აღარ არის, თუნდაც ერთი სიტყვა - ბოდიში ეთქვათ, არ მომისმენია. ბევრი იყო ჭირისუფლის მიმართ შეურაცხყოფა. სასამართლო რომელიც სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება საზოგადოებისთვის, ვისაც აგრესიული ფორმა მიაჩნია ნორმად. იმედს ვიტოვებ, რომ ეს სასჯელი ახალგაზრდებისთვის იქნება დამაფიქრებელი და კარგად გაისიგრძეგანებენ - ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანში მეგობარი იპოვოს“, - განაცხადა მოსამართლემ.
მარიამ ქართველიშვილის რეპორტაჟი:
იმედი
წყარო: imedinews.ge