პაატა სალია: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, ტენდერში ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს, ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს

პაატა სალია: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, ტენდერში ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს, ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს

იმედი|imedinews.ge

პენიტენციურ დაწესებულებებში კვებითი მომსახურება პირველად დაიყოფა ტერიტორიული პრინციპით – ამ ახალი მიდგომის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ გაავრცელა.

„კვებასთან დაკავშირებით, დიახ, გვქონდა გარკვეული პრობლემები. მას შემდეგ, რაც მე ჩავიბარე იუსტიციის მინისტრის პოსტი, პირველი გამოწვევა, რაც შემხვდა, იყო სწორედ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებებში. კონკრეტული კომპანია, რომელიც გამოვლინდა 3 წლის წინ გამარჯვებულად ტენდერში, გარკვეული პერიოდის შემდგომ მან დაიწყო სისტემატურად არსებული ხელშეკრულების დარღვევა. 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ ბაზრის კვლევა, რათა ბაზარზე მოგვეძიებინა ისეთი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კვალიფიციურად და მაღალი ხარისხით მომსახურების გაწევას. 2026 წლის 11 მარტს ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ხელშეკრულება კომპანიასთან და დროებით გადაუდებელი ხელშეკრულება დავდეთ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებდა პირობებს, და უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ჩვენ ორ ნაწილად გავყავით – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული პენიტენციურ დაწესებულებებში სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუ წარმოიქმნება რაიმე სახის კრიზისული ვითარება, უფრო მარტივად ვმართოთ ასეთი სიტუაციები. ტენდერი ყველასთვის ღიაა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მიიღოს მონაწილეობა და სულ მალე გვეცოდინება ტენდერში გამარჯვებული კომპანიების სახელები და იმედი გვაქვს, რომ უკვე მსგავსი ტიპის დარღვევები აღარ იქნება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია