მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს (ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს), ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს სთავაზობდნენ. თაღლითური ჯგუფის წევრები დაზარალებულებისგან პერსონალურ მონაცემებს იგებდნენ. შემდგომ თაღლითური ჯგუფის წევრები, კვლავ უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და განუმარტავდნენ მათ, რომ პერსონალური მონაცემების „უცხო“ პირისთვის გაზიარება გამოიწვევდა მათ ფინანსურ დაზარალებას. რისკის თავიდან ასაცილებლად და ,„დამრღვევთა“ გამოსავლენად კი, თითქოს აუცილებელი იყო, დაზარალებულებს სრულად გადაეცათ მათი წარმომადგენლებისათვის ფინანსური დანაზოგი „ქეშის“ სახით და სამართლებრივი გზით საკითხის მოგვარების შემდეგ კი თანხას უკან დაუბრუნებდნენ.

აღნიშნული გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი, დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

იმედი

კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა

კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა

იმედი

კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს

კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: სსფ-ს პროგნოზით,  2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია