საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“. ფორუმი ქალაქ სამარყანდში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ფორუმზე განხილულ იქნა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პლენარული სესია და თემატური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, დარგის ექსპერტებმა და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის ეუთოს (OSCE), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის (UN INCB) ხელმძღვანელმა პირებმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია