უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

იმედი|imedinews.ge

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და ტერორისტული საქმიანობის დახმარების მიზნით, მზად იყვნენ ნებისმიერი დავალება შეესრულებინათ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია