მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფიგზე განაცხადა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას.

„სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.

გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:

- საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.

- საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ იმავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციებს შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას.

საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების სიზუსტით შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმალვაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ

თამარ ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი და ხომ არ შევიწყალეთ ნაციონალური მოძრაობა

ვატო შაქარიშვილი: რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის

ვატო შაქარიშვილი: შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს - ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს