მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, უკანონო 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 139 კგ-ს გადააჭარბა.

ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტრო იარაღი - 3 თვეში გამოვლენილია სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 38 და ელექტრო იარაღით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყით სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯო უილსონის განცხადებით, რუსეთი ირანს იარაღს ანაკლიის  ჯერ არარსებული პორტის მეშვეობით აწვდის

ჯო უილსონის განცხადებით, რუსეთი ირანს იარაღს ანაკლიის ჯერ არარსებული პორტის მეშვეობით აწვდის

იმედი

„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

იმედი

Nebula AI Hub-ი სომხეთის ბაზარზე გადის და GABA-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს

Nebula AI Hub-ი სომხეთის ბაზარზე გადის და GABA-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს

იმედი

პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო