„ნაბიჯის“ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე და ოპოზიციის აქტივისტები - ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ

„ნაბიჯის“ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე და ოპოზიციის აქტივისტები - ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ

იმედი|imedinews.ge

სკანდალური ბრალდებების ავტორიც და ადრესატიც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ოპოზიციური მოძრაობის, „ნაბიჯის“ დამფუძნებელმა ლუკა ჭოხონელიძემ გამოკითხვის შემდეგ, მედიის მიერ მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ ცილისწამებას გაასაჩივრებს.

გამოიკითხნენ ოპოზიციის აქტივისტებიც. ალბი კორძაია პოლიციაში მარიამ მეყანწიშვილთან ერთად მივიდა. ეს უკანასკნელი გამოკითხვაზე მოწმის სახით გამოცხადდა. მედიასთან მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ოპოზიციონერმა აქტივისტმა ალბი კორძაიამ, ლუკა ჭოხონელიძე გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაუპატიურების მსხვერპლს საჯაროდ გამოჩენა არ სურს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია