
აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა
იმედი|imedinews.ge
აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. უცნობია რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას მასთან. მამუკაშვილი ერთ-ერთი მოწმეა, ლუკა ჭოხონელიძის საქმეზე, რომელსაც ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციის აქტივისტმა 2 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გავრცელებული ინფორმაციის სჯერა, სანამ საპირისპირო ვერსია არ დადასტურდება.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტმა ალბი კორძაიამ მოძრაობა „ნაბიჯის" წევრი ლუკა ჭოხონელიძე საჯაროდ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 137-ე მუხლით იძიებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge