შალვა გოგოლაძე ყაზახეთის სპორტის მინისტრს შეხვდა

შალვა გოგოლაძე ყაზახეთის სპორტის მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ყაზახ კოლეგას, იერბოლ მირზაბოსინოს, შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალიკ მურზალინი, ყაზახეთის სპორტისა და ტურიზმის მხარდაჭერის კორპორატიული ფონდის დირექტორი ერლან აუგანბაევი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი ალმაზ ალსენოვი ესწრებოდნენ.

ყაზახეთის სპორტის მინისტრი იერბოლ მირზაბოსინო საქართველოს ძიუდოს ,,გრანდსლემის“ ფარგლებში ეწვია. თბილისმა ძიუდოს „გრანდ სლემს“ მეექვსედ უმასპინძლა. ტურნირზე 54 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია