ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა

იმედი|imedinews.ge

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 79,45 ქულა დაიმსახურეს და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. თავისუფალი პროგრამით კი ისინი 26 მარტს გამოვლენ.

ასევე მაყურებლის წინაშე წარდგა ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მსაჯებისგან 69,92 ქულა დაიმსახურა და მოკლედ პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია