სპორტის მინისტრი „თაიშან გრუპის” წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტის მინისტრი „თაიშან გრუპის” წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

შალვა გოგოლაძის ხელმძღვანელობით საქართველოს სპორტის სამინისტროს დელეგაცია სპორტული ინვენტარის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, „თაიშან გრუპის”, მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე პიენ ჭილიანგსა და ვიცე-პრეზიდენტ მან ფანგფანგს შეხვდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს დელეგაციამ მოინახულა „თაიშან გრუპის” მუზეუმი და ქარხნები, გაეცნო წარმოების პროცესს. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინვენტარითა და ინოვაციური დანადგარებით აღჭურვის შესახებ.

„თაიშან გრუპი” ქმნის ფართო სპექტრის სპორტულ ინვენტარს, კერძოდ მათ შორისაა: ტანვარჯიშის დანადგარები და იარაღები, მძლეოსნობის აღჭურვილობა, კრივის რინგები, ინდივიდუალური, სპორტის საბრძოლო სახეობების პლატფორმები, ტატამები, საჭიდაო ხალიჩები, ძალოსნობის ფიცარნაგები და შტანგები, ტრენაჟორები, სპორტული მოედნების ხელოვნური საფარი და სხვა.

კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს კვლევასა და განვითარებას: აქვს ეროვნული კვლევითი ცენტრები, 200-ზე მეტი პროდუქტი სერტიფიცირებულია საერთაშორისო ფედერაციების მიერ, მონაწილეობს საერთაშორისო სტანდარტების შექმნაში და იყენებს თანამედროვე მასალებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, „თაიშან გრუპის“ სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია