
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
იმედი|imedinews.ge
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი დღეს აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ სულ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ორივე თამაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 და 11 აპრილს გაიმართება. ნაკრებმა ვარჯიში თამაშის მასპინძელ დარბაზში ჩაატარა. ტრავმის გამო აზერბაიჯანთან მატჩებს გიორგი ღავთაძე გამოტოვებს. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 18 მოთამაშეა. მათ შორის ერთი დებიუტანტი - დინამო თბილისის ფეხბურთელი საბა ეგრისელაშვილი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge