ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ

ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ

იმედი|imedinews.ge

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) , ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში ფინელ ეეტუ იჰანამაკის იუკოთი სძლია. ბექაურმა ბელარუსი ვარაპეი იპონით დაამარცხა, ხოლო მაისურაძემ ბულგარელ ივანოვს ასევე იპონით სძლია.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია