ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებით დაბრუნდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე მან ამერიკელ მოჭიდავეს დაძაბულ ბრძოლაში 8:5 აჯობა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. ამ გამარჯვებით ქართველმა ორგანიზაციაში მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.

RAF-ში უნდა ეჭიდავა UFC-ის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილსაც, თუმცა ქართველ მებრძოლს რამდენიმე საათით ადრე ტრავმის გამო მეტოქე ჩაეხსნა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია