
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს - პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე გავიდნენ
იმედი|imedinews.ge
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გასვლა შეძლეს ქართველმა ფალავნებმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ და 77 კილოგრამში რამაზ ზოიძემ.
ვახტანგ ლოლუამ ნახევარფინალში სომხეთის წარმომადგენელი მანველ ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ემინ სეფერშაევს დაუპირისპირდება. რამაზ ზოიძემ კი ნახევარფინალში უნგრელი რობერტ ფრიტჩი შთამბეჭდავი ანგარიშით, 8:0 დაამარცხა და ფინალში სომხეთის წარმომადგენელ მალხაზ ამოიანს შეხვდება.
შეჯიბრების ფინალური შეხვედრები დღეს, 21 აპრილს გაიმართება, სადაც ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge