
ფიფას მონაწილეობით თბილისში მასობრივი ფეხბურთის გარემოს ანალიზის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს ერთობლივი ინიციატივით, თბილისში სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის გარემოს ანალიზისა და ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება სასტუმრო „პულმანში“ ჩატარდა და მოიცავდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ FIFA-სთან თანამშრომლობით განხორციელებული მრავალწლიანი საქმიანობის ანალიზს.
FIFA-ს ტექნიკური ექსპერტების — ტომას დანილევიჩუსის, რაიმონდას სტატკევიჩუსის და გაიოზ დარსაძის ჩართულობით, შეხვედრის ფარგლებში შეფასდა სფფ-ის მიერ ბოლო წლებში გაწეული საქმიანობა. სემინარის მიმდინარეობისას ასევე განიხილეს სამოყვარულო და მასობრივი ფეხბურთის განვითარების გაგრძელების სამომავლო პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის მენეჯმენტის, სპორტის სამინისტროს, განათლების სამინისტროების, სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და რეგიონული ფედერაციების წარმომადგენლები.
იმედი
წყარო: imedinews.ge