მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო.

„პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება. მნიშვნელოვანია, ცოდნის მიღებასთან ერთად ახალგაზრდებმა მისი რეალიზება მოახდინონ. განათლების რეფორმა, რომელზეც პარლამენტი ახლა მუშაობს, სწორედ იმ მიმართულებით მიდის, რომ განათლება და სამუშაო ადგილი ერთმანეთის გვერდით დადგეს და არა ერთმანეთის პირისპირ. ახალგაზრდამ, რომელიც დღეს სწავლობს, უნდა იცოდეს, რომ ხვალ მას ადგილი ელოდება. საქართველოს ხელისუფლება ამას მსგავსი ტიპის ინიციატივებითა და პროგრამებით უზრუნველყოფს, რასაც პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ არა დაპირებით არამედ, უკვე შედეგით ამტკიცებს. ქალაქი და სახელმწიფო ერთი მიზნისკენ მიდიან - მივცეთ ახალგაზრდებს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ შესაძლებლობა და სანამ ეს ორი ძალა ერთად მუშაობს - შედეგი გარდაუვალია“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სწორედ, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე დასაქმდა 11 250 ადამიანი.

„11 250 ადამიანი ეს არ არის სტატისტიკა, ეს 11 250 ოჯახია, 11 250 ისტორიაა, 11 250-ჯერ შეცვლილი ცხოვრებაა და ეს ხდება თბილისში, ჩვენს ქალაქში. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პროგრამა 50-ზე მეტ სპეციალობას მოიცავს: IT-დან დიზაინამდე, მშენებლობიდან ჯანდაცვამდე. ეს არ არის ერთი ზომის გადაწყვეტა - ეს არის პასუხი იმ მრავალფეროვნებაზე, რაც ჩვენს ქალაქშია“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, კერძო სექტორიც დაემატა. დღეს მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Washington Post: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად დამატებით 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს

The Washington Post: პენტაგონი ირანში ომის გასაგრძელებლად დამატებით 200 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს

იმედი

კატარში ნავთობისა და გაზის კომპანიაზე დარტყმების შემდეგ, ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა

კატარში ნავთობისა და გაზის კომპანიაზე დარტყმების შემდეგ, ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების „შემდეგი სადგური“ დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი შეჩერებულია

იმედი