
აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით
აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით.
„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.
გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.
განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#deposit“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.
იმედი
წყარო: imedinews.ge