
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, 12 საათზე სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება. ეს გადაწყვეტილება მრევლს მამა შალვა კეკელიამ გააცნო.
“ასე გადავწყვიტე, რომ აქ ჩავატარებ წირვას, თქვენთან ერთად ვიქნები და 12 საათზე აქედან მსვლელობით დავიძვრებით სიონისკენ. მთელი საქართველო ჩამოვა, მე თქვენთან ერთად ვიქნები. წირვა, რომ დასრულდება წავიდეთ, სადაც მოგვიხდება დადგომა იქ გავჩერდეთ, მაინცდამიანც სიონში ან სამებაში თუ არ ვიქნებით მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვიქნებით იქ, სადაც დგომა მოგვიწევს, იქ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მთელი არსებით. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მწარეც და ძალიან დიდებულიც”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge