
თენგიზ შარმანაშვილი ევრობიუროკრატებზე: ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებისმიერ დროს ჩამოვალთ ბრიუსელში სალაპარაკოდ, ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
საუბარია საქართველოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არა ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ ნებისმიერ საკითხზე გასცეს ყველა დაინტერესებულ პირს პასუხი თუმცა მიუხედავად ამისა, კრიტიკის ავტორები თავს იკავებენ შეხვედრისგან.
„ჩვენ ვეუბნებით, პრემიერმაც უთხრა ნებისმიერ დროს ჩამოვალ ბრიუსელში სალაპარაკოდ. ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერ-მინისტრის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი. გამოსავალი რა არის, საერთოდ არ შეგხვდები?! ეს გამოსავალი კი არ არის, ეს თვითმხილებაა, რომ შენ არგუმენტები არ გექნება და იმიტომ არ გინდა ეს შეხვედრა“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარია იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებზე, რომლებიც ოპოზიციის აქციებში მონაწილეობდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge