ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს

იმედი|imedinews.ge

კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

მისი თქმით, დროა გარე ძალებმა თვალი გაუსწორონ და რეალურად შეხედონ იმ მონაპოვარს, რაც საქართველოს გააჩნია.

„რა თქმა უნდა, მესმის, რომ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ აიღებს და 4 ოქტომბრისა და სხვა ამდაგვარ მოვლენებთან დაკავშირებით ბოდიშს არავინ მოიხდის, მაგრამ კარგი იქნება თუ რეალობას თვალს გაუსწორებენ. რეალურად შეხედავენ იმ მონაპოვარს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რომელიც სასარგებლოა, როგორც აღმოჩნდა, დღევანდელი ევროპისათვის. კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია