თომას ფაზი: რაც საქართველოში ვიხილეთ 2024 წლის ნოემბერში, ეს გახლდათ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობები - ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან იყო უშველებელი, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლებამ მათ ჭკუაში აჯობა

თომას ფაზი: რაც საქართველოში ვიხილეთ 2024 წლის ნოემბერში, ეს გახლდათ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობები - ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან იყო უშველებელი, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლებამ მათ ჭკუაში აჯობა

იმედი|imedinews.ge

ის რაც საქართველოში არჩევნებამდე და მის შემდეგ ვიხილეთ 2024 წლის ნოემბერში, ეს გახლდათ ე.წ. ფერადი რევოლუციის, გნებავთ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობები. ყველა შემადგენელი ნაწილი ადგილზე იყო - შესაბამისი პროპაგანდა, სტანდარტული ბრალდებები რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. სწორედ ის მეთოდები, რომელიც წარმატებით იყო გამოყენებული რუმინეთში, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისმა თომას ფაზმა.

მისივე თქმით, ნატომ და ევროკავშირმა საქართველოში თავი საკუთარი თვალსაზრისის გავრცელებით არ შემოიფარგლეს, მათ იარაღად გამოიყენეს ადგილობრივი ოპოზიცია.

„მოვისმინეთ ბრალდებები თითქოს საქართველო დემოკრატიული არ არის, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. მოვისმინეთ რომ ხელისუფლება არალეგიტიმურად უნდა გამოცხადებულიყო. ჩვენ ეს ვიხილეთ ასევე უკრაინაში 10 წლის წინ, როდესაც ორი არჩევანი დაუყენეს მოსახლეობას - დასავლეთსა და რუსეთს შორის, რათა მომხდარიყო მოსახლეობის დაშინება .ეს ძალიან საშიში მოქმედებებია. თუკი ვერ მოხერხდა ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მათთვის სასურველ კანდიდატებს მისცენ ხმა , მაშინ მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის პრობლემების შესაქმნელად. სწორედ ეს ვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიმართ.

მთელი დასავლური პოლიტიკური ელიტა ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ შედეგები არალეგიტიმური იყო, ეს ბრალდებები კი საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების საბაბად გამოიყენეს. მათ საქართველო დამნაშავედ გამოაცხადეს, ეს გახლავთ ერთგვარი სტანდარტი, რომელსაც ყველა არჩევნებზე იყენებს დასავლეთი, არამარტო ევროპაში, ყველა სახელმწიფოში, რომელიც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეევროპისთვის საინტერესოა. სწორედ იგივე ვიხილეთ უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებშიც, ეს ძალიან ანტიდემოკრატიული თვალსაზრისია. ეს არის სტრატეგია და არა თვალსაზრისი, რომელიც იდეოლოგიური საფუძვლებით არის გამყარებული.

ნატომ და ევროკავშირმა საქართველოში თავი საკუთარი თვალსაზრისის გავრცელებით არ შემოიფარგლეს, მათ იარაღად გამოიყენეს ადგილობრივი ოპოზიცია, პირველ რიგში ყოფილი პრეზიდენტი, ზურაბიშვილი, რომელმაც უარყო არჩევნების შედეგები და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენაც მოუწოდა. საქმე გვქონდა მაიდანის მსგავს გადატრიალების მცდელობასთან. გამომდინარე აქედან გარე ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე იყო უშველებელი, მაგრამ საბედნიეროდ საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლებამ მათ ჭკუაში აჯობა“, - აღნიშნა თომას ფაზმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია