ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს

ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს

იმედი|imedinews.ge

ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, იმას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, პირველობას არც ერთი დათმობს. იძულებული არიან ამ რაღაც გაუგებარ პლატფორმაში ერთად იყვნენ, რადგან დაკვეთილი აქვთ საზღვარგარეთიდან

„გვარამიასაც რომ ჰკითხო მმართველია და ჭიჭე ვაშაძეც არ დაგავიწყდეთ, პრემიერობისთვის მზად არის. არც ანა დოლიძე დაგვავიწყდეს, ჩავაბაროთ 4 მილიონიანი ქვეყანა. ყველას რომ ჰკითხო გადამრჩენელია. ბუნებრივია პირველობას არც ერთი დათმობს. იძულებული არიან ამ რაღაც გაუგებარ პლატფორმაში ერთად იყონ, რადგან დაკვეთილი აქვთ საზღვარგარეთიდან“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მსჯავრდებული სააკაშვილი ოპოზიციას ტაქტიკას უწუნებს, ციხიდან აკრიტიკებს და რევოლუციას ითხოვს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პატიმრის გზავნილმა, ოპოზიციაში არეულობა და ბოლო ორ თვეში უკვე მეორე დაპირისპირება გამოიწვია. სააკაშვილი შეთანხმების პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა ალიანსში შემავალმა ყველა პარტიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. მათ არც ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. ალიანსში კი თქვეს, რომ თუ სააკაშვილი წესების დარღვევას გააგრძელებს, ამას შედეგები აუცილებლად მოჰყვება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია