მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია
მედია: ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია

მედია: ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია მას შემდეგ, რაც თეირანმა ამერიკულ პოზიციებს არ უპასუხა - განაცხადა სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელიც დეტალებს უშუალოდ ფლობს.

ირანულმა მხარემ კი განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლებს თუ არა მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან.

იმის ფონზე, რომ ირანში ორკვირიანი ზავის ვადა ოთხშაბათს იწურება, გაურკვეველია, რა ნაბიჯებს გადადგამს ირანი ან შეერთებული შტატები.

მოლაპარაკებები შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა მიანიშნა, რომ მას არ სურს ზავის გაგრძელება გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ირანს პაკისტანში გამგზავრების გადაწყვეტილებაც კი არ მიუღია. ქვეყნის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, მან ეს „ამერიკული მხარის წინააღმდეგობრივი გზავნილებით, არათანმიმდევრული ქცევითა და მიუღებელი ქმედებებით“ ახსნა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

იმედი

The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს

The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს

იმედი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს

იმედი

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

იმედი