თომას ფაზი: კონფლიქტები ირანში, უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინას შორის და არამარტო, მიმაჩნია რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს არის გლობალური ომი, ჯერჯერობით არა ტოტალური, მაგრამ მსოფლიო ომისკენ მიმავალი კონფლიქტი

თომას ფაზი: კონფლიქტები ირანში, უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინას შორის და არამარტო, მიმაჩნია რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს არის გლობალური ომი, ჯერჯერობით არა ტოტალური, მაგრამ მსოფლიო ომისკენ მიმავალი კონფლიქტი

იმედი|imedinews.ge

აუცილებელია საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინება. კონფლიქტები ირანში, უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინას შორის და არამარტო, მიმაჩნია რომ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ეს არის გლობალური ომი, ჯერჯერობით არა ტოტალური, მაგრამ მსოფლიო ომისკენ მიმავალი კონფლიქტი, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, კონფლიქტის ამ ეტაპზე, საქართველოს მსგავსმა სახელმწიფომ როგორი პოლიტიკური პოზიცია უნდა დაიკავოს?

მისივე თქმით, დიდი სახელმწიფოები სუროგატი ქვეყნების მეშვეობით ერთმანეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ, ეს ძალიან ჰგავს მსოფლიო ომს.

„ეს ომი არის გაჩაღებული კოლექტიური დასავლეთის მიერ დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი დასავლური ბლოკის მიღმა არსებული დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ვგულისხმობ ჩინეთსა და რუსეთს. დასავლეთის მიზანია რომ შეაჩეროს და უკუაგდოს მრავალ პოლარული სამყაროს ჩამოყალიბება, მოხდეს მუდმივი ქაოსისა და დესტაბილიზაციის უზრუნველყოფა. ეს წარმოუდგენლად საშიში ვითარებაა.

მიმაჩნია რომ ასეთ დროს აუცილებელია პატარა სახელმწიფოებმა ყველა ღონე იხმარონ რომ თავი აარიდონ ორმხრივ მოცემულობაში მოქცევას, აიცილონ კონფლიქტის რომელიმე მხარეს გვერდში დადგომა. საჭიროა რაც შეიძლება ნეიტრალური პოლიტიკის გატარება და ეს საქართველოში ბევრს ესმის. საშუალო ვადიან პერსპექტივაში ეს ძალიან რთული შესასრულებელია, ვინაიდან დასავლეთი მიიჩნევს რომ თუ მათ სრულყოფილად მხარეს არ ხარ, დე - ფაქტო მათი მტერი ხარ.

ბევრი სახელმწიფო რომელსაც არ სურს ამ ომების გამჩაღებელთან, დასავლეთთან თანამშრომლობა, იძულებულია დასავლეთის ამ პოლიტიკის ფონზე ჩინეთსა და რუსეთს დაუახლოვდეს, ბევრი არჩევანი მათ არ აქვთ. ვნახოთ რამდენად კარგად გაართმევს თავს საქართველო ამ რთულ ვითარებაში მანევრირებას, ჯერჯერობით საქართველო ყველაფერს სწორედ აკეთებს“, - აღნიშნა თომას ფაზმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია