ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მნიშვნელოვანია ფართო რეგიონის ფარგლებში საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მუშაობის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მიმართულებით მათი გზის მხარდაჭერა

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მნიშვნელოვანია ფართო რეგიონის ფარგლებში საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მუშაობის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მიმართულებით მათი გზის მხარდაჭერა

იმედი|imedinews.ge

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობს, საქართველოში კოლეგებთან მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან საქართველოს საკითხის მნიშვნელობის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღეს დღის წესრიგში გვქონდეს, მნიშვნელოვანია ფართო რეგიონის ფარგლებში საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მუშაობის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მიმართულებით მათი გზის მხარდაჭერა. ჩვენ ირლანდიაში საქართველოს ბევრი მოქალაქე გვყავს მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათ თემთან, თუმცა, აუცილებელია ჩართულობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც აშკარაა, რომ ვლინდება და საჭიროა მუშაობა მთავრობასთან. აუცილებელია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ მთავრობისათვის პრიორიტეტული იყოს საჭირო რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელება”, - განაცხადა ჰელენ მაკენტიმ.

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, საქართველოს საკითხიც განიხილება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია