პრემიერი: დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ

პრემიერი: დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ

იმედი|imedinews.ge

„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, - წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მთავრობის მეთაური პარტია „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლის იუბილეს ვრცელი წერილით გამოეხმაურა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ მიღწევებზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან აქვს, მათ შორის სოციალური მიმართულებითაც.

„დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, გაიზარდა მათი მასშტაბი და ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ“, - წერს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია