მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის წევრებს სამიზნეების გასწორებისკენ მოუწოდა

მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის წევრებს სამიზნეების გასწორებისკენ მოუწოდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური ალიანსის წევრებს მიმართავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თავად ერთობის მომხრეა, თუმცა თუ ერთობა მყიფეა და მას ცენზურას უწესებს, მას ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება.

„მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა, გათავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე, და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, - წერს სააკაშვილი.

ალიანსის შექმნიდან მალევე დაიწყო განხეთქილება და შეთანხმების დარღვევა. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამიას გაერთიანებაში, დაპირისპირების სერია გრძელდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია