თენგიზ შარმანაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს დახვეწოს მმართველობის ფორმები

თენგიზ შარმანაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს დახვეწოს მმართველობის ფორმები

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მთავრობაში განხოციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის სახით „ქართული ოცნების" გუნდს რაღაც პერიოდის განმავლობაში დიდი ძალა ჰყავდა დაკარგული, თუმცა ეს ქვეყნის ინტერესებით განპირობებული.

„ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს დახვეწოს მმართველობის ფორმები, რაც სწორიც არის. რაც შეეხება ბატონი მამუკას პიროვნულ თვისებებს, ყველასთვის ცნობილია, რომ ის ძალიან სერიოზული ორგანიზატორია, ძალიან დიდი ძალა დავკარგეთ რაღაც პერიოდის განმავლობაში, თუმცა, ის საქართველოს უსაფრთხოებას ემსახურებოდა და ამ დათმობაზე წასვლა მოგვიწია.

ბატონმა გეკა გელაძემ დაადასტურა, რომ მას დიდი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა კატასტროფული ვითარება იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებით საქართველოში და რა მასშტაბური ბრძოლა გამოუცხადა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შემართებით და კიდევ უფრო დიდი დაგროვილი გამოცდილებით გააგრძელებს ამას უსაფრთხოების სამსახურში.

თამაზაშვილი უცხო ელემენტი არ არის ოპერატიული სამსახურებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი შემართებით გააგრძელებს და კიდევ უფრო წინ წაწევს ამ საქმეს",- აღნიშნა შარმანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია