მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა
სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა

სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა

იმედი|imedinews.ge

22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციას 27 წელი შეუსრულდა.

სასაზღვრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი, ასევე, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები და თანამშრომლები დაესწრნენ.

ღონისძიების დაწყებამდე, სტუმრებმა 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული გმირი მფრინავების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის, რაც ხშირად მათ სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ, მადლობა გადაუხადა.

დავით თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა სასაზღვრო ავიაციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომზე გამოფენილი ახალი "H145" ტიპის შვეულმფრენები დაათვალიერეს და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის და ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით, სამაშველო, სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარებისა და სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ოპერაციებსა და ღონისძიებებში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ შეასრულა 728 სხვადასხვა სახის დავალება რაც საერთო ჯამში ფრენის 1662 საათს შეადგენს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ჭეიშვილი: შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასულ წელს თავად ევროკავშირმა, ბოლო მომენტში დიალოგი გაურკვეველი ვადით გადადო. თუკი მათ რეალურად სურთ დიალოგი, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ მსჯელობისთვის

ვატო შაქარიშვილი რადიკალებზე: ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა

ვატო შაქარიშვილი რადიკალებზე: ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე, სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი ეუთოს ფორუმზე: სერიოზული გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ რეალური შედეგები ვაჩვენოთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურად შეფასდება ეუთოს მიერ

თორნიკე ჭეიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მძიმე ლოდად დააწვა გულზე რადიკალებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ ახარებთ არაფერი, რამაც შეიძლება პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე