მამუკა მდინარაძე ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერებზე: ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად

იმედი|imedinews.ge

ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მეორე მხრივ, ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live” ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერებზე.

მისი თქმით, ეს რწმენა თუ გაქვს, შემდეგ შედარებით ადვილი ხდება.

„ძალიან რთული იყო, ამ დროს არჩევანის წინაშე დგები, ძალიან სერიოზული არჩევანის წინაშე დგები, სახელმწიფოებრივად რა არის სწორი და მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც თანაგუნდელები არიან, იყვნენ, გიწევს გადაწყვეტილების მიღება მათთან დაკავშირებით.

ემოციურად, ადამიანურად არის ძალიან რთული, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და მიიღო გადაწყვეტილება შენი ქვეყნის, შენი შვილების, ყველას შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს რწმენა თუ გაქვს, შემდეგ შედარებით ადვილი ხდება. ემოციურად შესაძლოა მძიმე იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ხდება შედარებით ადვილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია