მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში

მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში

იმედი|imedinews.ge

მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live”.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაახლოებით 7-8 თვის წინ აღნიშნული ცვლილება უკვე დაგეგმილი იყო მმართველი გუნდის მიერ.

მისივე თქმით, ის შეეცდება ახალი პოზიციით კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა.

„ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, თითქმის 8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი. არ დაგიმალავთ დღეს შეიძლება ამის თქმა, იყო მთელი რიგი გარემოებები, რის გამოც მე დროებით პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის თხოვნით, მოწოდებით, რეკომენდაციით, დავიკავე ის თანამდებობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს წინასწარ გათვლილიც კი იყო, თუმცა ეს არ იყო მაინც და მაინც 8 თვეში, ან 7 თვეში დავტოვებ თანამდებობას, არამედ იყო მაშინ ასეთი საჭიროება და მაშინ არ გვქონდა ჩვენ 100 %-იანი გადაწყვეტილი ეს როგორ განვითარდებოდა. ამ დინამიკით იქნებოდა თუ არა. თუმცა, საბოლოო ჯამში დავუბრუნდით, დავარევერსეთ ის წინა გეგმა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, როდესაც ეს ცვლილება დაანონსდა, ვნახე ერთი მხრივ, სკეპტიკოსები, ოღონდ ძალით სკეპტიკოსები, „ქართული ოცნების“ მომხრეები მილოცავდნენ, ისინი [სკეპტიკოსები] ამბობდნენ „პენსიაზე გაუშვეს“, პრინციპში, ძალიან გულწრფელად, აქაც შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სუს-ის უფროსს ჰყავდეს ხელმძღვანელი და მან დაავალოს რაღაცები „შენ ასე გააკეთე და შენ ისე“, თუმცა კოორდინაციის ფუნქცია სამართალდამცავ უწყებებს შორის ნამდვილად მექნება და მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო ის დინამიკა, სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში. ეს იქნება კორუფცია, ტერორიზმთან ბრძოლა, ანტინარკოტიკული კამპანია, რამდენად შთამბეჭდავი და მასშტაბური იყო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თუ ა.შ.“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე: სისტემური გაძლიერება, სისტემური მენეჯმენტი სჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს

მამუკა მდინარაძე: სისტემური გაძლიერება, სისტემური მენეჯმენტი სჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს

იმედი

ლიეტუვის პრემიერი ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

ლიეტუვის პრემიერი ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს, გაცილებით მეტს მოითხოვს, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ახლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა

აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა

იმედი