მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: შეიძლება დღეს კარგად მუშაობდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, მაგრამ სისტემური გაძლიერება, სისტემური მენეჯმენტი სჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს
მამუკა მდინარაძე: შეიძლება დღეს კარგად მუშაობდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, მაგრამ სისტემური გაძლიერება, სისტემური მენეჯმენტი სჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს

იმედი|imedinews.ge

უსაფრთხოების დაცვა ყოველდღიურობაში ერთია და მეორეა გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხების დალაგება, ამაზე მეტია საზრუნავი და მე შევეცადე საფუძველი ჩამეყარა სუს-ში ჩემი მუშაობის დროს და ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება, ამის გარანტია შეგვიძლია დავდოთ მთელი პასუხისმგებლობით, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live”.

მისივე თქმით, სისტემური გაძლიერება, სისტემური მენეჯმენტი სჭირდება იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს საფუძველი ჩაეყაროს.

„შეიძლება დღეს კარგად მუშაობდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, მაგრამ სისტემური გაძლიერება, სისტემური მენეჯმენტი სჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შემთხვევით არ მიხსენებია, ამ მიმართულებითაც სერიოზული მუშაობა მიდის. შეიძლება ჩვენ ძალიან მდიდარი ქვეყანა არ ვიყოთ და ვთქვათ ჯერჯერობით რესურსები ისეთი არ გვქონდეს, როგორიც სხვა ქვეყნებს, მაგრამ თუკი რამეში, როდესაც ბიუჯეტის განაწილება ხდება, ფული არ უნდა დაინანო, უსაფრთხოების სამსახურში ამ მიმართულებით არ უნდა დაინანო.

გარდა ამისა პრიორიტეტებს რაც შეეხება, ანტიკორუფციული სამსახური როგორი მძლავრი სამსახურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ალბათ ხედავთ და აქ გაჩერება არ შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მსოფლიოსა და ევროპაში, სამეულში ერთ-ერთი პირველები ვიყოთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ მე მგონია გადავტეხეთ და ადამიანის გონებაში გავაჩინეთ ზოგადი პრევენციული განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მღრღნელი ჭია. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ უნდა იფიქროს, რომ შეიძლება იყოს დიდ თანამდებობაზე ან პატარა თანამდებობაზე, ხელეწიფებოდეს რაღაცის გაკეთება ან არგაკეთება და მაინც და მაინც ეს რაღაც მატერიალური გამორჩენისთვის არ უნდა გააკეთოს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, სასჯელის შიშით იქნება თუ მორალური თვალსაზრისით, ქრთამს უთხრას არა და უარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები - დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა

მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია

მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი

მიხეილ სარჯველაძე: საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან