
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ
სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live”.
მისი თქმით, „ამ მომენტს ელოდებიან და ტესტავენ ახლა, 26-ში დაგეგმეს [აქცია], შემდეგ სხვა რიცხვში დაგეგმავენ“.
„პირდაპირ გეტყვით, 26 მაისს არაფერი ისეთი არ იქნება. ესენი ვარჯიშობენ ახლა. ელოდებიან, როდესაც რაღაც მომენტი დადგება, როდესაც ხალხი აზვირთდება. სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ. ამ მომენტს ელოდებიან და ტესტავენ ახლა, 26-ში დაგეგმეს, შემდეგ სხვა რიცხვში დაგეგმავენ, მაგრამ არ ჰყავთ ლიდერი. არ აქვთ იდეა, ასრულებენ სხვის დავალებებს. განსაკუთრებით გარედან იმუხტებიან, დავარქვათ ასე, რბილად ვთქვათ. ამ შემთხვევაში წარმატების მიღწევის შანსი, თან ქართველთან, არის ნულთან ძალიან ახლოს. თუ მოეშვები და არ იმუშავებ შესაბამისი სამსახური, საზოგადოებას სწორად ვერ მიაწვდი ინფორმაციას, ვერ აუხსნი რა საფრთხის წინაშე ხარ, როდესაც გლობალური პრობლემებია მთელ მსოფლიოში, აბსოლუტურად შეიცვალა სამყარო, როდესაც ადრე რაც ხდებოდა ერთი თვის და ერთი წლის განმავლობაში, ახლა შესაძლოა ერთ საათში მოხდეს და შეიცვალოს, როდესაც აღმოსავლეთში, დასავლეთში, ჩრდილოეთში, ყველგან ომია და შენ რას აკეთებ ამ დროს. თუ სწორად ვერ მიაწვდი საზოგადოებას, ამ შემთხვევაში მოგერევიან. თუ მიაწვდი სწორად და სწორ პოლიტიკას განსაზღვრავ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია გაუჭირდებათ მორევა.
როდესაც გყავს გუნდის ლიდერები, ერთი, მეორე, ისეთები, რომლებიც პოლიტიკას სწორად განსაზღვრავენ, ბეწვის ხიდზე დადიან, ატარებენ ამ ქვეყანას ბეწვის ხიდზე, ოღონდ ისე სწორად, რომ არც იქით, არც აქეთ არასდროს გადაიჩეხება ქვეყანა, თუ ასე სწორად ივლის, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთად უზრუნველყოფს სიამაყესაც, დამოუკიდებლობის განცდასაც, შემდეგ ეკონომიკურ წინსვლასაც, მშვიდობასაც, კეთილდღეობასაც და სწორი პოლიტიკის განსაზღვრასაც, რომელი სწორი პოლიტიკაც შემდეგ ამ ჯაჭვში უმთავრეს როლს ასრულებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე უპასუხა წამყვანის კითხვას გარე ჩარევებსა და მათ უცვლელ ინტერესზე საქართველოს მიმართ, რომ რევოლუციის გზით შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება.
„სხვა გაიდლაინები არ არსებობს ელემენტარულად. როგორც ახლა მე ვყვები აქეთა მხარის, ჩვენი ქვეყნის წარმატებას და ხელისუფლების როლს, სამსახურების როლს, ლიდერის და ლიდერების როლს, ვაფასებ და ვამბობ, რომ ეს არის ერთიანი ჯაჭვი, აქ შეიძლება რაღაც პროცენტები მიანიჭო. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის როლი რა არის, დაიწყო მუშაობა და უდიდესია, პირველი დომინანტია თქვა, სწორი იქნება. მერე, რას აკეთებს სამსახური, რა არის ირაკლი კობახიძის როლი, რა არის პოლიტიკური გუნდის როლი, რა არის „ქართული ოცნების“ როლი, ვთქვათ რაღაც პროცენტები მიანიჭო ამ ყველაფერს, შემდეგ შეკრა და თქვა, ეს არის ერთიანი ჯაჭვი, სწორი პოლიტიკა, სწორი განვითარება, სწორი ხედვა, სწორ გზაზე სიარული, სამსახურების სწორი მუშაობა, შემდეგ გამართული ეკონომიკა, რომელიც ამ საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად შევძელით, რომ გაძლიერდა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ასეა მეორე მხრივაც, სარკისებურად. არა ლიდერი, არა ჭკუადატანებული პოლიტიკა, დაქსასულობა, არაერთიანობა, არა იდეა, გარე დავალებების შესრულება. ესეც რგოლია, ჯაჭვია და ამ ჯაჭვებში ყველაფერი ნეგატიური რომ არის, ერთი-ორი პოზიტიურიც რომ იყოს, უფრო სწორად მათთვის სასარგებლო, პოზიტიურსაც ვერ დავარქმევდით, რაც არ უნდა გაიდლაინი განუახლო, შემდეგ შემსრულებელი სჭირდება. და როდესაც უპირისპირებ სწორ, ბევრ ტაქტიკურ სვლას, პოლიტიკურს, სამართლებრივს, უკვე მათი წაგება გარანტირებულია და ქვეყნის მოგება“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge