მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური უსაფრთხოება უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური უსაფრთხოება უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

იმედი|imedinews.ge

აქვთ პატარ-პატარა სიახლეები [ოპოზიციის უცხოელ ტრენერებს], მაგრამ არა ისეთი გარდამტეხი, რომ მათ ქმედებებში რამე შეიცვალოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური უსაფრთხოება უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„ნებისმიერი თავმოყვარე და სუვერენული ქვეყნის მათ შორის სპეცსამსახური მუშაობს იმაზე, რას უპირისპირებენ პოლიტიკურად მის სამშობლოს. მე და ჩემი თანამშრომლები ამაზე ბევრს ვმუშაობდით, ბევრს ვფიქრობდით, ბევრ დეტალში ჩავდიოდით. დასკვნა არ იცვლება, კიდევ უფრო რწმუნდები სირღმისეულად ინფორმაციებში ჩაყოლით, რომ აქვთ რაღაც გაიდლაინი, რომელიც არ ძველდება. 2000-იანი წლების დასაწყისში „კმარა“ რომ იყო, რა მეთოდებსაც იყენებდნენ, ოდნავ დაიხვეწება და ამ მეთოდებით მუშაობენ ყველგან. ამ მეთოდებით მუშაობენ ევროპის ქვეყნებშიც, რომლებიც მათ არ მოსწონთ, აზიის ქვეყნებშიც, ამ მეთოდებით მუშაობენ საქართველოში. უბრალოდ განსხვავება არის რა? ქართველი კაცის, ქართველი ქალის ხასიათი არის ძალიან სპეციფიკური, არავის ვაკნინებ, მაგრამ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ჩვენს სულში და გულში როგორც ჩანს ისე ზის, რომ ცოტა სხვებს ვჯობნით და გაცვეთილი გაიდლაინებით მოქმედებები, ერთი და იმავეს ძახება, ცვდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია