მამუკა მდინარაძე: ტულსი გაბარდი არის ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ეს ადამიანი, მაგრამ შევხვდი სხვა სამსახურის სხვა ხელმძღვანელს

მამუკა მდინარაძე: ტულსი გაბარდი არის ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ეს ადამიანი, მაგრამ შევხვდი სხვა სამსახურის სხვა ხელმძღვანელს

იმედი|imedinews.ge

ტულსი გაბარდი არის ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ეს ადამიანი, ეს იყო ტყუილი, მაგრამ შევხვდი სხვა სამსახურის სხვა ხელმძღვანელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, აშშ-ში გამართული მისი შეხვედრა იყო პოზიტიური, რა დროსაც მხარეებმა მოსაზრებები და ინფორმაციები გაცვალეს.

„ძალიან მიკვირდა რატომ აიტაცა მედიის ნაწილმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა ტულსი გაბარდის სახელი და გვარი. თუკი მე ვამბობდი, რომ ერთი შეხვედრა მქონდა ხელმძღვანელთან, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ტულსი გაბარდი, იმიტომ, რომ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ამერიკის შიდა საქმეების და უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებშია, საუბარს მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივია ვერ და არ დავაპირებდი.

რადგან იყო ერთი შეხვედრა ხელმძღვანელ პირთან, ეს არ იყო ტულსი გაბარდი, დანარჩენი თუ ზედმეტად მისახვედრი არ იყო, მე არ მაქვს საშუალება მეტი ვილაპარაკო ამ საკითხზე. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო, გავცვალეთ მოსაზრებები და ინფორმაციები, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხებოდა, რაც უფრო სპეცსამსახურების სპეციფიკასთან ახლოს არის და გარკვეული შემხებლობა აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია