მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი - წარმოუდგენელი სიფრთხილე და პოლიტიკური ალღო, გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება იმას, ასე სწორად იარო მთავარ გამოწვევასთან მიმართებაში
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი - წარმოუდგენელი სიფრთხილე და პოლიტიკური ალღო, გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება იმას, ასე სწორად იარო მთავარ გამოწვევასთან მიმართებაში

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი - წარმოუდგენელი სიფრთხილე და პოლიტიკური ალღო, გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება იმას, ასე სწორად იარო მთავარ გამოწვევასთან მიმართებაში

იმედი|imedinews.ge

დღეს ინფორმაციული ომი არის მთავარი იარაღი სხვადასხვა ჯგუფის, ქვეყნის, ორგანიზაციის თუ ადამიანის ხელში. აქ საჭიროა დიდი პოლიტიკური ალღო, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live”.

მან უპასუხა კითხვას - როგორია თქვენი თვალით დანახული ის გამოწვევები, რასაც ქვეყანამ გაუძლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში.

„ბიძინა ივანიშვილის როლი ამაში - წარმოუდგენელი სიფრთხილე და პოლიტიკური ალღო, გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება იმას, ასე სწორად იარო მთავარ გამოწვევასთან მიმართებაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დღეს ინფორმაციული ომი არის მთავარი იარაღი სხვადასხვა ჯგუფის, ქვეყნის, ორგანიზაციის თუ ადამიანის ხელში. აქ საჭიროა დიდი პოლიტიკური ალღო, ცოდნა, გონიერება და სიფრთხილე. ყველა დროში გაიდლაინით ვერ იმოქმედებ, იმდენად სხვადასხვა გამოწვევაა.

კულისებში რაღაც რომ ხდება და ადვილად გადაწყდება, მერე არ ჩანს თითქოს არაფერი, უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკაც ეს არის. როგორც კი იგრძნეს, რომ საქართველო ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოა, სხვა მხრიდან გააძლიერეს... ფულის შემოტანა გაუძნელდათ, აგენტურის დატრენინგება გაუძნელდათ, რაღაც საკითხების გადაწყვეტა გაუძნელდათ და სხვა მეთოდებს [მიმართეს], გაძლიერდა სხვა მიმართულებიდან ბრძოლა. ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და ქვეყანაში კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა. როგორც კი ასეთი მიწოდება იმ პროდუქტის - ფულის, მატერიალური რესურსის, ტრენინგის, ვერ მოახერხეს, სხვა მიმართულებით მუშაობა დაიწყეს, უფრო გააძლიერეს, ამათ იმედზე რომ არ იყვნენ. შესაბამისად, სპეცსამსახურებს მოგვიწია სხვა მიმართულებით კიდევ უფრო მომძლავრება და მეტი ყურადღების გამოჩენა. ამასობაში მთავარი არის პოლიტიკა, რომელიც მიდის სწორად და აქ გადახვევა გამოუვალ შედეგებს გამოიწვევს. აღმაშენებლის ქუჩა რომ გაარემონტეს, მარტო წინიდან რომ შეღებეს, ასეთი იყო სახელმწიფოს მშენებლობაც, ყველაფერი ფასადური იყო. ჩვენც შეგვიძლია პიარული პროდუქტების შექმნა, მაგრამ ასე არ ვაკეთებთ. მყარ საფუძველზე დაშენებული დემოკრატიაც უფრო მყარია, ეკონომიკაც, უსაფრთხოებაც და დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ეროვნული იდენტობა, ურთიერთობა ეკლესიასთან, საზოგადოებასთან უფრო მყარია, მართალია და უფრო საამაყოა და ეს გრძელვადიანად ახდენს პოზიტიურ გავლენას“, - განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები - დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა

მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია

მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი

მიხეილ სარჯველაძე: საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან