
ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის საკითხზე განხეთქილებაა
ოპოზიციურ ალიანსში კვლავ განხეთქილებაა - ამჯერად საქმე გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა-არყოფნას ეხება. ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა.
დაპირისპირებასა და მისი მისამართით კომენტარებს მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ციხიდან.
„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი.
მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია იმიტომ, რომ თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას და ამ ამბავს საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ხოდა ისევ „არ დავუშვებთ მიშას ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადებას!“ აწვებიან.
ნუ, ჩემი აზრით ამას მალე დაემატება „მიშა გადადექი“-ც.
გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც. ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს", - წერს სააკაშვილი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის გაერთიანების სკანდალი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ალიანსის წევრები პირად პოლიტიკურ ამბიციებს ვერ თმობენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge